ანგარიშები

20
ოქტომბერი2021

GDI-მ სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციებთან ერთად ქალთა მიმართ ძალადობაზე ორი ალტერნატიული ანგარიში წარადგინა

GDI-მ სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციებთან ერთად ევროსაბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფისათვის (GREVIO) ორი ალტერნატიული ანგარიში წარადგინა.

ორივე ანგარიში ეხება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციის (ე.წ. სტამბულის კონვენცია) ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს.

პირველი ჩრდილოვანი ანგარიში მომზადდა საერთაშორისო ორგანიზაცია „Equality Now”-ს თაოსნობით და იგი ფოკუსირებულია სისხლის სამართლის მართლმსაჯულებასა და კანონმდებლობაში სექსუალური დანაშაულების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ანგარიშში წარმოდგენილია ყველა ის ძირითადი რეკომენდაცია, რომელთა შესრულებაც გააუმჯობესებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისათვის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობას კანონმდებლობისა და სამართალწარმოების ნორმების სრულყოფის გზით.

მეორე ანგარიში მომზადდა „კოალიცია თანასწორობისათვის“ ფარგლებში და იგი გარდა სექსუალური ძალადობისა ფარავს სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა თანასწორობა და ზოგადი ვალდებულებები; ინტეგრირებული პოლიტიკა და მონაცემთა შეგროვება; ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენცია; მსხვერპლი ქალების დაცვა და მხარდაჭერა; მატერიალური სამართალი; გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა, პროცედურული სამართალის და დაცვის ღონისძიებები.

ალტერნატიული ანგარიში სექსუალურ ძალადობაზე

„კოალიცია თანასწორობისათვის“ ალტერნატიული ანგარიში