პროექტები

სასამართლო რეფორმირების პროცესში მოკავშირეების რაოდენობის გაზრდა ეფექტური კამპანიის წარმოების გზით

პროექტის მიზანს წარმოადგენს სასამართლო რეფორმირების პროცესში მოკავშირეების რაოდენობის გაზრდა ეფექტური კამპანიის „მინდა ვენდო სასამართლოს“ წარმოების გზით.  

სამართალწარმოება გამოხატვის თავისუფლებისთვის

პროექტის მიზანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირები საკანონმდებლო ჩარჩოს კონსტიტუციურ სტანდარტებთან დაახლოება და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით ამ სტანდარტებთან შესაბამისი, საერთო სასამართლოების თანმიმდევრული პრაქტიკის ფორმირების ხელშეწყობა.

სასწავლო მიგრაციის სფეროში რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა სტრატეგიული სამართალწარმოების გზით

პროექტის მიზანია საქართველოში რასისტული და ქსენოფობიური განწყობების შემცირების ხელშეწყობა უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების მიმართ და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით კანონმდებლობისა და პრაქტიკის ცვლილების ხელშეწყობა.

პროექტი სამოქალაქო განათლება ყველასთვის

პროექტის მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო ცნობიერებისა და ადამიანის უფლებათა მიმართ პატივისცემის გაზრდა, ამასთანავე,საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების გათვითცნობიერება მათ უფლებებსა და მოვალეობებში.

პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლების ხელშეწყობა საკონსტიტუციო სამარალწარმოებაში ადვოკატთა უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გზით

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლებას ქვეყანაში ადვოკატების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის (ეფექტური) ეროვნული მექანიზმის აქტიური გამოყენებით.

საქართველოს საერთო სასამართლოებში ელექტრონული სისტემით საქმეთა განაწილების მონიტორინგი

პროექტი მიზნად ისახავს საერთო სასამართლოებში ელექტრონული სისტემით საქმეთა განაწილების სამართლებრივ ანალიზსა და მისი ფუნქციონირების მონიტორინგს. 

საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) მონიტორინგი

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) პირველი ხუთი თავის - სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პროკურატურა, ადამიანის უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების სისტემაში, წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა - მონიტორინგს.

პროექტი „პოლიციის მიერ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება კვლევისა და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“

პროექტის მიზანს კვლევისა და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით პოლიციის მიერ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების პრევენცია და მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.