„ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“

  • დონორი: საქართველოს გაეროს ასოციაცია, USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“.,
  • პროექტის ხანგრძლივობა: 01/10/2022 - 31/03/2027
  • ბიუჯეტი: 224 550$

პროექტის მიზანია სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველოს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების გაზრდილი ინტეგრაცია, კერძოდ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში და სერვისებში მათი მონაწილეობის გაზრდა და უმრავლესობისა და უმცირესობის თემებს შორის ორმხრივად სასარგებლო სოციო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერება.

სახელმწიფო პოლიტიკასა და სერვისებში უმცირესობების მონაწილეობის გაზრდის მიზნის ფარგლებში, GDI უხელმძღვანელებს სამოქალაქო ორგანიზაციების ანტიდისკრიმინაციულ პლატფორმას „არა ფობიას!“ და როგორც პლატფორმის წევრებთან ერთად, ისე დამოუკიდებლად განახორციელებს სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის, რეგიონებში შეხვედრებს, საჯარო დისკუსიებს, ონლაინ ბლოგ კონკურსებს, სიძულვილის ენის მონიტორინგს და ა.შ.

სხვა მიმდინარე პროექტები

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაცია ახალგაზრდებში
დევნის მხილება და გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირება
გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა