23 ივლისს GDI-მ ახმეტაში, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ახალგაზრდულ ცენტრში გამართა შეხვედრა თემაზე: ცენზურა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.
შეხვედრაზე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა ისაუბრა მეფის რუსეთისა და საბჭოთა პერიოდის ცენზურაზე პრესასა და ლიტერატურაში. საუბარი ასევე შეეხო რესპრესირებულ პუბლიცისტებს და მწერლებს, დისკუსიისას განიხილეს კონკრეტული მაგალითები მათი ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან.
GDI -ის მკვლევარმა- იურისტმა ვასილ ჟიჟიაშვილმა ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობაზე, სამართლებრივ რეგულაციებზე და ასევე თანამედროვე სამყაროში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ ჩინეთისა და რუსეთის მაგალითზე.
საუბარი ასევე შეეხო ე.წ. "რუსული კანონსა" და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ" კანონპროექტს, კერძოდ თუ რა საფრთხეებს შეუქმნის ამ კანონების ამოქმედება გამოხატვის თავისუფლებას და არჩევნების გზით, როგორ უნდა ავირიდოთ ცენზურა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდული კლუბის აქტივისტები ახმეტის მუნიციპალიტეტიდან.
შეხვედრა გაიმართა USAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.