თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ, ლუკა იმედაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმატებით დასრულდა ლუკა იმედაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით მიმდინარე საქმის განხილვა. ლუკა იმედაშვილი, 2021 წლის 12 ივლისს, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე, პოლიციამ  თვითნებურად დააკავა. დაკავების ამსახველი ვიდეო მასალიდან ირკვევა, რომ ლუკა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების დროს პოლიციამ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ დააკავა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, კობა ჩაგუნავამ, გაიზიარა GDI-ს არგუმენტაცია და საქმეში სამართალდარღვევის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების არ არსებობის მოტივით შეწყვიტა საქმის წარმოება.

 

ლუკას ინტერესებს სასამართლოში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) იცავდა.

 

საქმის წარმოება მიმდინარეობს ,,ღია საზოგადოების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - ,,იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის" - ფარგლებში.