"თანასწორობისთვის ბრძოლა და დისკრიმინაციის აკრძალვის თანამედროვე გაგება და ტოლერანტობა" - ტრენინგი რუსთავში

2016 წლის 29 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, რუსთავის #7 საჯარო სკოლაში გამართა ტრენინგი თემაზე: "თანასწორობისთვის ბრძოლა და დისკრიმინაციის აკრძალვის თანამედროვე გაგება და ტოლერანტობა".

 

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ქალაქ რუსთავის #7 და #15 საჯარო სკოლების 50 მოსწავლემა და სამოქალაქო განატლების 3 პედაგოგმა.

 

ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ტოლერანტობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ტრენინგს უძღვებოდა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე.

 

ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა ტოლერანტობის კულტურაზე, თანასწორობის პრინციპებსა და თანასწორობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის სამართლებრივ მექანიზმებზე, საქართველოში არსებულ გამოწვევებზე და ევროპულ და ამერიკული გამოცდილებაზე.

 

ტრენინგი გაიმართა პროექტის – „ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.