GDI აგრძელებს შეხვედრებს რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო-პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.
1 მაისს შეხვედრა გაიმართა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის წევრები, თელავისა და წინანდლის საჯარო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პედაგოგები.
შეხვედრაზე GDI-ს თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა და GDI-ის იურისტ-მკვლევარმა, ვასილ ჟიჟიაშვილი ისაუბრეს თუ რა გავლენას ახდენს ევროკავშირის 12 პუნტიანი გეგმის შეუსრულებლობა და ე.წ. "რუსული კანონი" უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის საკითხებზე და ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესებზე.
შეხვედრა გაიმართა USAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.