შეხვედრა ქუთაისში

20 მარტს, ქუთაისში,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, GDI-მ გამართა შეხვედრა ეთნიკური  უმცირესობების სამოქალაქო-პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრაზე GDI-ს თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა და GDI-ის იურისტ-მკვლევარმა, ვასილ ჟიჟიაშვილი ასევე ისაუბრეს თუ რა გავლენას ახდენს ევროკავშირის 12 პუნტიანი გეგმის შეუსრულებლობა და ე.წ. "რუსული კანონი" უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის საკითხებზე და ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები, X-XII კლასის მოსწავლეები, ახალგაზრდული ცენტრისა და სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პედაგოგები.

შეხვედრა გაიმართა USAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.