შეხვედრა მარნეულში

21 იანვარს , GDI  მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა. 

შეხვედრაზე იურისტმა, „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე  გიორგი მშვენიერაძემ ახალგაზრდებთან ლექცია/დისკუსიის ფარგლებში განიხილა რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარიზმის საკითხები.

შეხვედრას უმასპინძლა  ორგანიზაცია “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრმა” (CEAC).

შეხვედრა გაიმართა USAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს  საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.