სიახლეები

24
სექტემბერი2021

საკონსტიტუციო სასამართლომ GDI-ის სარჩელი დააკმაყოფილა

2021 წლის 23 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ცერცვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლითაც დააკმაყოფილა სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი.

სადავო ნორმა საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ანიჭებდა უფლებამოსილებას, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად,  ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოეღო სისხლის სამართლის საქმე და გადაეცა იმ ორგანოსთვის, რომლის თანამშრომლის (პოლიციელის) მიერ კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლების ხელყოფის ფაქტზე არსებობდა საფუძვლიანი საჩივარი. მოსარჩელის თანახმად, აღნიშნული უფლებამოსილება საფრთხეს უქმნიდა გამოძიების დამოუკიდებლობას და არ იყო შემოსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპებით. 

კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებული პოზიტიური ვალდებულების თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში სასამართლომ პირველად იმსჯელა დეტალურად ეფექტიანი გამოძიების მნიშვნელობის შესახებ და დაადგინა ამ ვალდებულების დარღვევა. 

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში GDI წარმოადგენდა. საქმის წარმოება შესაძლებელი გახდა “ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.