საქართველოს დემოკრატიულმა ინიციტივამ (GDI) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესის კონკურსში გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა.
კონკურსი გაიმართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერ დაფინანსებული პროექტის, „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაცია ახალგაზრდებში“, ფარგლებში.
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლორენ იდსი და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე. სტუმრებმა ისაუბრეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მნიშვნელობასა და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე.
კონკურსის გამარჯვებული გახდა სსიპ ხაშურის #1 საჯარო სკოლის გუნდი, მასწავლებელი მორის დანდურიშვილი. მეორე ადგილზე გავიდა შპს „მვანე სკოლის“ გუნდი, მასწავლებლები ნინო მუსერიძე და მართა მელიქიძე, ხოლო მესამე ადგილზე კი გავიდა სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლის გუნდი, მასწავლებელი ეთერ კაჭკაჭიშვილი.
გამარჯვებულ მოსწავლეებს და მასწავლებლებს საჩუქრად გადაეცათ სიგელები და სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბისთვის საჭირო ტექნიკა.
დასასრულს გამარჯვებულმა მოსწავლეებმა სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ილ. ჭავჭავაძის ლიტერატურულ - მემორიალური მუზეუმი, სადაც გაიმართა ღონისძიება.