MDF, TDI და GDI შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ზეწოლის შესახებ "სამხრეთის კარიბჭის" ჟურნალისტების განცხადებების გამოძიებას ითხოვენ

მედიის განვითარების ფონდი - MDF, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი -TDI და  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა -GDI შეშფოთებას გამოვთქვამთ გამოცემა "სამხრეთის კარიბჭის" ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რაც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის შესახებ გამოქვეყნებულ მამხილებელ მასალას უკავშირდება.

 

"სამხრეთის კარიბჭის" რედაქტორის ნინო ნარიმანიშვილის განცხადებით, 8 დეკემბერს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით „ბრალდებულის და:"სამხარეოს უფროსმა  წიხლები  მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა”,  რედაქციაში  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ზარები და სათაურის შეცვლის მოთხოვნა მოჰყვა, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას წარმოადგენს.

 

თავად სტატიის ავტორის თამუნა უჩიძის განცხადებით კი, მასთან რამდენჯერმე განხორციელებული კომუნიკაცია და "რჩევები", შეეცვალა ინფორმაციის საწყისი ვერსია პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ, მუქარის შემცველი იყო ("თუ მაგალითად დაგაკავებენ  შეიძლება შენმა მეგობრებმა, ახლობლემბა, კოლეგებმა ერთი თვე ან თვენახევარი გამართონ აქციები შენს მხარდასაჭერად, მაგრამ  შენ საბოლოოდ ცხოვრებას დაგიმახინჯებენ").

 

დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიას საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია აკისრია, რაც პირველ რიგში, თავისუფლებისა და თვითმმართველობისთვის აუცილებელი ინფორმაციით მოქალაქეების უზრუნველყოფას გულისხმობს. იმისათვის, რომ მედიამ თავისუფლად და შეუზღუდავად განახორციელოს ხელისუფლების დამოუკიდებელი მაკონტროლებლის ფუნქცია, ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული მოვალეობების შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ამდენად,

 

მედიის განვითარების ფონდი - MDF

 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI

 

საქართველოს დემოკრატიული ინიცატივა - GDI