კვლევის მიზანია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შეინიშნებ(ოდ)ა 2019 მაისიდან 2020 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით, წინასაარჩევნოდ, მოსამართლეთა გადაადგილება ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებში/კოლეგიებსა თუ საარჩევნო დავების ვიწრო სპეციალიზაციებში.
კვლევის აუცილებლობა არჩევნების პროცესში სასამართლო ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი როლიდან გამომდინარეობს, ვინაიდან, საარჩევნო დავების გადაწყვეტისას, ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, არსებობს სასამართლო ხელისუფლებასა და მმართველ პოლიტიკურ პარტიას შორის გავლენებისა და „თანამშრომლობითი“ ურთიერთობის გამოყენების საფრთხეები.
კვლევა მომზადებულია პროექტის „სასამართლო რეფორმირების პროცესში მოკავშირეების რაოდენობის გაზრდა ეფექტური კამპანიის წარმოების გზით“ ფარგლებში, East-West Management Institute (EWMI), PROLoG, USAID ფინანსური მხარდაჭერით.