კომუნიკაციების კომისიის მიერ „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება

2021 წლის 1 თებერვალს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნა Nგ-21-18/22 გადაწყვეტილება, რომლითაც სამართალდამრღვევად ცნო შპს „მთავარი არხი“ მის ეთერში გასული ერთ-ერთი სიუჟეტისათვის. სიუჟეტი კომისიის აზრით შეიცავდა უხამსობას და ამდენად ეწინააღმდეგებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კოალიციის „მედია ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა მწვავედ გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ კომისიას რეალურად მაუწყებლის შინაარსის გაკონტროლების და გასული სიუჟეტის „უხამსობად“ მიჩნევის კანონიერი უფლებამოსილება არ ჰქონდა. გამოქვეყნებულ განცხადებაში ვრცელი მსჯელობაა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის კომისიის გადაწყვეტილება უკანონო და თვითრეგულირების ორგანოს ფუნქციის შეთავსების მცდელობა. GDI სრულად იზიარებს აქამდე გაკეთებულ შეფასებებს, თუმცა საჭიროდ თვლის საზოგადოებას მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც კომისიის უფლებამოსილების მიღმა, მიღებული გადაწყვეტილების მოტივაციაში იკითხება.  

 

კომუნიკაციების კომისიის მიერ „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივმა შეფასებამ აშკარა გახადა, რომ კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება დააყრდნო საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული გადაწყვეტილებების სუბიექტურ და მანიპულაციურ განმარტებებს, რაზე აპელირებითაც ცდილობს შეზღუდოს დემოკრატიული და პლურალური საზოგადოებისათვის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. სინამდვილეში, სწორედ საერთაშორისო დონეზე არსებული სტანდარტების ობიექტური შეფასება იძლევა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონოდ გამოცხადების საფუძველს, რომელიც მიზნად მაუწყებლის საქმიანობის შინაარსობრივ კონტროლს ისახავს და სავსებით ეწინააღმდეგება არამხოლოდ კონსტიტუციურ სტანდარტებს, არამედ სხვა ქვეყნებში დამკვიდრებულ პრაქტიკასაც.

 

დოკუმენტის სრული ვერსია