სიახლეები
კოალიცია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალური განმარტებისათვის მიმართავს.
2021 წლის 09 თებერვალს ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ "მთავარი არხის" წარმომადგენელს, მარიამ გეგუჩაძეს, უარი ეთქვა პარლამენტში შესვლაზე და შეეზღუდა ჟურნალისტური საქმიანობის უფლება.
ჩვენი ინფორმაციით, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან ზეპირი ფორმით უარის მიზეზად მარიამ გეგუჩაძის სამოქალაქო აქტივიზმი დასახელდა.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გააკეთოს საჯარო განმარტება შესაძლო დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ შეუქმნას ჟურნალისტებს შესაბამისი სამუშაო გარემო პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის.
სხვა სიახლეები
არქივი07 მარტი, 2021
არასამთვრობო ორგანიზაციების განცხადება ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით
05 მარტი, 2021
სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე
04 მარტი, 2021
კოალიცია სააპელაციო სასამართლოს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წინააღმდეგ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას ეხმაურება
03 მარტი, 2021