სიახლეები

02
ივლისი2021

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებს

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 25 ივნისს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მიზნით, შექმნა სამუშაო ჯგუფი. პოლიტიკური პარტიების, პროფესიული და აკადემიური ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შემოეთავაზა „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კოალიციასაც.

გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ აღნიშნულ სამუშაო ჯგუფში კოალიციური ფორმატით ჩართვა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. ამავდროულად, კოალიციის წევრი ორგანიზაციები ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის თაობაზე.