ღირსებიდან უფლებებამდე - „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ტრენინგი თბილისში სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის

2016 წლის 11 თებერვალს, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ თბილისში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში,  გამართა ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის სწავლების საკითხებთან დაკავშირებით. განხილული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ ადამიანის უფლებათა ისტორია - გზა ღირსებიდან უფლებამდე,  ადამიანის უფლებების მნიშვნელობა დემოკრატიული მმართველობისას, თანასწორობისთვის ბრძოლა და დისკრიმინაციის აკრძალვის თანამედროვე გაგება და ტოლერანტობა.

 

ტრენინგის მიზანი იყო ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, დისკრიმინაციის აკრძალვისა და თანასწორობის პრინციპების სწავლებაში.

 

მონაწილეებს გადაეცათ „ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ მომზადებული    ვიდეო გაკვეთილების ნიმუშები თემებზე: „ თანასწორობა და ტოლერანტობა“ და „ღირსებიდან უფლებამდე“ და სერტიფიკატები.

 

ტრენინგში მონაწილეობდნენ  თბილისის #10,#23, #24,  #26, #28,  #29, #30,  #31,  #45,  #53, #74, #76, #77, #85,  #94, #102, #105, #106, #107, #120, #128, #132, #139,  #142, #145, #152,  #154,  #155, #156,  #157,  #159, #163, #167,  #168, #171, #172, #182,  #186, #212,  #215, #216, #219 საჯარო სკოლების, მე-6 საავტორო სკოლის, თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერო სკოლის, კერძო სკოლის „მერმისი“, სკოლა-ლიცეუმის „ლამპარი“, კერძო სკოლის „ერუდიტი“, „ნუნუ ავაგუმაშვილის“ კერძო სკოლის,  კერძო სკოლის „ფესვები“, კერძო სკოლის „კანდიდი“, კერძო სკოლის „ოპიზა“, კერძო სკოლა “UG” სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელი, ასევე თბილისის მოზარდთა სახლი სტაჟიორი, რომელიც ემზადება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად და  სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამგეობის წევრი.

 

ტრენინგი გაიმართა პროექტის „ ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.