GDI-იმ გამოხატვის თავისუფლებაზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს წარდუგინა ანგარიში, ქვეყანაში არსებული მედია გარემოს შესახებ. კერძოდ, ანგარიშში განხილულია ის პრობლემები, რომელიც ცალსახად უშლის ხელს თავისუფალი მედია გარემოსა და მდგრადი განვითარების მიზნების, კერძოდ კი მე-16 მიზნის მიღწევას.
ანგარიშში გამოკვეთილია კრიტიკული მედიის წინააღმდეეგ ცილისწამების საბაბით ხელისუფლების წარმომადგენლების ან მათთან დაკავშირებული პირების მიერ ე.წ. SLAPP (სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) დავების წარმოების ტენდენცია. აღსანისნავი, რომ ამ დროისთვის დაახლოებით 32-მდე ასეთი დავაა წამოწყებული კრიტიკული მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ, რაც მიმართულია მედიის დისკრედიტაციისა და მათთვის კრიტიკული აზრის გამოთქმის ხელშეშლისკენ.
ანგარიშში ასევე ასახულია პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები მედია მენეჯერების და დამფუძნებლების წინააღმდეგ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ნიკა გვარამიას საქმეზე.
მედიის სრულყოფილად ფუნქციონირებას ხელს უშლის ასევე თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან. ანგარიშში აღწერილია 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები, ასევე მოყვანილია ხელისუფლების წევრების მხრიდან კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ვერბალური თავდასხმის მაგალითები.
კრიტიკული მედია ორგანიზაციების დაუბრკოლებელ საქმიანობას ასევე აფერხებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებები, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ კომუნიკაციების კომისიის ქმედებები მიკერძოებულია და ემსახურება კრიტიკული მედიის გაჩუმებასა და მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.
კომისიის საქმიანობის ფონზე, პრობლემურია ასევე 2022 წელს „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს კომისიის მანდატის გაფართოებას, მისი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, კომისიის მიერ ზედამხედველობას პასუხის უფლებასა და სიძულვილის ენაზე.
ანგარიშში ასევე განხილულია 2021 წლის სექტემბერში გავრცელებული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა პირის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების, სავარაუდო უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ.
თითოეული ზემოხსენებული პრობლემა მიუთითებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და მედია გარემოს გაუარესებაზე, რაც უფრო და უფრო მეტად აშორებს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნებისგან. GDI იმედოვნებს, რომ წარდგენილი ინფორმაცია და შეფასებები დაეხმარება გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ვითარების აღქმასა და თემატური ანგარიშის მომზადებაში.
თითოეული ზემოხსენებული პრობლემა მიუთითებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და მედია გარემოს გაუარესებაზე, რაც უფრო და უფრო მეტად აშორებს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნებისგან. GDI იმედოვნებს, რომ წარდგენილი ინფორმაცია და შეფასებები დაეხმარება გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ვითარების აღქმასა და თემატური ანგარიშის მომზადებაში.
მსგავს ანგარიშებს/კონტრიბუციას გაეროს სპეციალური მომხსენებელი გამოიყენებს 2023 წლის ივნისში ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორუმზე თემატური მოხსენებისთვის: „აზრისა და გამოხატვის თავისუფლება და მდგრადი განვითარება - რატომ არის ხმა მნიშვნელოვანი“.