სიახლეები

14
ივნისი2022

ესეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება

14 ივნისის საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გამოცხადებული ესეების კონკურსის დაჯილდოება გამართა. 10 საუკეთესო ესეს ავტორი სენაკის, ზუგდიდის, ხონის, საჩხერის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან. 

კონკურსის მიზანი იყო ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე ჰომოფობიით გამოწვეული საფრთხეების ანალიზი, ვინაიდან სწორედ ამ თემაზე მანიპულირებით ხდება ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა და ჰომოფობიური განწყობების გაძლიერება.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო 48 მოსწავლემ ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, საჩხერის, სენაკის, ხონის, თეთრიწყაროს, ლაგოდეხის, თელავის, ბათუმის, ხარაგაულის, ხაშურის, გურჯაანის, ფოთის, ასპინძის, მცხეთის, ჭიათურის, კასპის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან და თბილისიდან.

გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს გაეროს განვითარების პროგრამის და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენლებმა და ჟიურის წევრებმა.