სიახლეები

15
თებერვალი2014

დისკუსია ოზურგეთში: „დისკრიმინაციის აკრძალვა და ტოლერანტობა“


2014 წლის 15 თებერვალს, ოზურგეთში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში გაიმართა დისკუსია დისკრიმინაციის აკრძალვისა და ტოლენატობის საკითხებზე. დისკუსიას უძღვებოდნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტი გიორგი მშვენიერაძე და ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.

შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში  დისკუსიების გამართვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დისკრიმინაციის აკრძალვა, ტოლერანტობა, სეკულარიზმი, როგორც სახელმწიფოს მართვის განხორციელების პრინციპი. დისკუსიაზე ისაუბრეს ტოლერანტობის კუთხით გურიის რეგიონსა და ზოგადად საქართველოში არსებულ ვითარებაზე,  უმცირესობების უფლებებზე და მათი დაცვის მექანიზმებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ  დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები,  პედაგოგები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

დისკუსია განხორციელდა ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.