სიახლეები

11
დეკემბერი2013

დისკუსია ქუთაისში ტოლერანტობის თემაზე

2013 წლის 11 დეკემბერს, ქუთაისის ჩაის სახლში გაიმართა დისკუსია ტოლენატობის საკითხებზე. დისკუსიას უძღვებოდნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი გიორგი მშვენიერაძე და თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.

შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში  დისკუსიების გამართვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტოლერანტობა, სეკულარიზმი, როგორც სახელმწიფოს მართვის განხორციელების პრინციპი.

შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პედაგოგები და სამოქალაქო აქტივისტები.

უახლოეს ხანში მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება ბათუმში, ზუგდიდში, თელავში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

დისკუსია განხორციელდა ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.