ანგარიშის "აქტივიზმი და შეკრების უფლებით სარგებლობა" პრეზენტაცია

5 მაისს, ღია საზოგადოების ფონდში გაიმართა ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს პროექტის ,,იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისთვის“ ფარგლებში 2021 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით წარმოებულ საქმეებსა და მათ ანალიზს.  დოკუმენტი  აფასებს აღნიშნულ პერიოდში გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციებისას საპოლიციო მოქმედებებს, გამოყენებული ძალის პროპორციულობას, უფლებრივ დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების ეფექტიანობას.

ანგარიში მოამზადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა.

კვლევაში წარმოჩენილი ტენდენციები და მიგნებები დაფუძნებულია პარტნიორი ორგანიზაციების (,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ , ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, ,,უფლებები საქართველო“ და ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“) მიერ 2021 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 31 მარტის პერიოდში გაწეულ სამართლებრივ დახმარებასა და სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე.

 

ანგარიშის სრული ვერსია