GDI ვულოცავთ მედიის წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს და თავისუფალ მედიაგარემოს ვუსურვებთ.
პრესის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებაა, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ის გულისხმობს არა მარტო მედიის უფლებას, თავისუფლად გაავრცელოს ინფორმაცია, არამედ საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობას, თავისუფალ მედიაგარემოში მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამგვარად, თავისუფალი მედიის არსებობა აუცილებელი ელემენტია დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა ეფექტიანი ჩართულობისთვის. დემოკრატიული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს არსებობა, რომელიც მედიას ხელს შეუწყობს განახორციელოს მისი ძირითადი ფუნქცია - უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება.
დემოკრატიული საზოგადოებისთვის თავისუფალი მედიის არსებობის საჭიროებას მათ შორის ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის ერთ-ერთ პირობა სწორედ თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველყოფაა.
ბოლო წლების განმავლობაში მედია გარემო საქართველოში დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. მედიის თავისუფლების დაცვის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედეს რადიკალურმა სოციალურმა ჯგუფებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათმა საჯარო განცხადებებმა. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს მე-60-დან 89-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.
საქართველოში მედიაგარემოს გაუარესების განმაპირობებელ ძირითად ფაქტორებს შორისაა:
სამწუხაროდ, აღნიშნული პრობლემები მხოლოდ ნაწილია იმ გამოწვევებისა, რომელსაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ყოველდღიურად აწყდებიან პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას.
საქართველოში არსებული მძიმე მედიაგარემოს ფონზე განსაკუთრებით დასაფასებელია ჟურნალისტების მხრიდან საკუთარი საქმიანობის კეთილსინდისიერად განცორციელების პრაქტიკა.
თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე 3 მაისს 1993 წლის 21 დეკემბრის გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება. გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებას 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების მიერ ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში ე.წ. ვინდჰუკის დეკლარაციის მიღება უსწრებდა წინ.