ესეების კონკურსი

GDI, აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI), PROLoG, USAID მხარდაჭერით აცხადებს ესეების კონკურსს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ შემდეგ გადაწყვეტილებებზე1.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდული ფაკულტეტის (სამართლის სკოლის) სტუდენტს. კონკურსანტი არჩევს შემოთავაზებული 3 გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთს და ამზადებს მოკლე ესეს (არაუმეტეს 3 გვერდისა), სადაც განიხილავს გადაწყვეტილების არსს და მის მნიშვნელობას ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ესეში განხილული უნდა იყოს რომელიმე ერთი გადაწყვეტილება. ერთ კონკურსანტს შეუძლია ესე მოამზადოს შემოთავაზებულ სხვა გადაწყვეტილებაზეც.

კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ ესეს ანანონიმურობის დაცვით აფასებს 3 ექსპერტისაგან შემდგარი კომისია. პირველ 3 ადგილზე გასულ კონკურსანტს გადაეცემა კონკუსში გამარჯვების დამადასტურებელი სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქრები. ამასთანავე, მათი ნამუშევრები გამოქვეყნდება როგორც ონლაინ მედიაში, ასევე საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის Facebook გვერდზე.

კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკუთარი CV და ესე(ები) უნდა გამოაგზავნოს შემდეგ მეილზე gtsulukidze@gdi.ge არაუგვიანეს 2021 წლის 25 ოქტომბერის,  18:00სთ-სა და subject- ში მიუთითოთ „ესეების კონკურსი“.

შენიშვნა: წარმოდგენილ ნაშრომ(ებ)ში დაცული უნდა იყოს ციტირებისა და პლაგიატის წესები.

[1]  1. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ივანე ღლონტის დროებითი განჩინება ნინოწმინდის პანსიონატის ბავშვთა უფლებების დასაცავად. https://bit.ly/2SUZ4SX

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით წერეთლის გადაწყვეტილება ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. https://bit.ly/3l5HAib

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მომხსენებელი მოსამართლის, ხათუნა ხომერიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით. https://bit.ly/3Fe9pwF