სიახლეები

18
ნოემბერი2020

კოალიცია თანასწორობისთვის სიძულვილის მოტივის გამოკვეთას მოითხოვს

კოალიცია ეხმიანება 2020 წლის 14 ნოემბერს თემქაზე მომხდარ მ.მ.-ს მკვლელობის ფაქტს და სამართალდამცავ უწყებებს სავარაუდო ჰომოფობიური სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების, ხოლო მედიას დისკრიმინაციის წახალისებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

09
ნოემბერი2020

GDI, ISFED, HRC და TI-ის განცხადება კომენდანტის საათის შემოღებასთან დაკავშირებით

GDI, ISFED, HRC და TI  ვეხმაურებით საქართველოს მთავრობის მიერ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მიღებულ ზომებს და მიგვაჩნია, რომ კომენდანტის საათის დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნია. მეტიც, ეს ნაბიჯი აღიქმება, როგორც მიმდინარე საპროტესტო ტალღის ჩახშობის მცდელობა, საკუთრივ ამგვარი აკრძალვა კი არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის ეფექტურ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.

09
ნოემბერი2020

ცესკოს შენობასთან პოლიციის მიერ ძალის გამოყენება იყო უკანონო და არაკონსტიტუციური

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა შეშფოთებას გამოთქვამს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან 2020 წლის 8 ნოემბრის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება იყო სრულიად უკანონო და საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა.

04
ნოემბერი2020

არასამთავრობო ორგანიზაციები 2020-ის წლის საპარლამენტო არჩევნებს აფასებენ

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები განახლებული საარჩევნო სისტემით ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული მოდელით აერჩიათ კანონშემოქმედებითი ორგანო, რაც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს.

30
ოქტომბერი2020

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნას ეხმაურება

2020 წლის 30 ოქტომბერს მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე კონფერენციის ჩატარდება. დღის წესრიგი მიხედვით, კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 მოსამართლე წევრი, მათ შორის საბჭოს  მდივანი  უნდა აირჩიოს

29
ოქტომბერი2020

ადვოკატების განცხადება კარტოგრაფების საქმეზე

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს გენერალური პროკურატურა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაცვის მხარეს უზღუდავენ საქმის მასალებზე სათანადო წვდომას, რითაც უხეშად არღვევენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას.

23
ოქტომბერი2020

დემოკრატია და ადამიანის უფლებები პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში

2020 წლის 23 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED),  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ (GDI) და ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) გამართა კვლევის, „დემოკრატია და ადამიანის უფლებები პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში“ პრეზენტაცია. GDI-სა და ISFED-ის მიერ მოწვეული მკვლევართა ჯგუფი ოთხი თვის განმავლობაში იკვლევდა, როგორც სამართლებრივ ბაზას და საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებს.

20
ოქტომბერი2020

პანდემიის პირობებში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ქვეყანაში უკიდურესად გართულებულ  ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი საქართველოში „კოვიდ-19”-ით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასთან დაკავშირებით. ინფიცირებულების რიცხვის ზრდასთან ერთად, როგორც ჩანს, სახელმწიფოს სულ უფრო მეტად უჭირს კრიზისთან გამკლავება. ამ პირობებში საქართველოში დაახლოებით ორ კვირაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.