სიახლეები
განცხადება 2013 წლის პირველ მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ
2013 წლის პირველ მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპატრულო პოლიციის მიერ მოხდა „ლაბორატორია 1918“-ის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეთა დაკავება, რის მიზეზადაც პოლიციის უფლებამოსილი პირების მიერ აქციის მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევა დასახელდა.
არასამთავრობოები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს აფასებენ
2013 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშრებით
არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვთქვამთ შეშფოთებას ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, აჭარის შს სამმართველოს უფროსის ვალერიან თელიას მიერ საიას თანამშრომლების მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის გამო, რომლის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.
განცხადება ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით
2013 წლის 11 მარტს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებათა პროექტთან დაკავშირებით. დასკვნა მიმოიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა და სასამართლო პროცესების გაშუქება მედიის მიერ.
GDI-სა და ფონდ ALPE-ს ერთობლივი განცხადება
გასულ კვირას, სატელევიზიო ეთერით რამდენჯერმე მოხდა სხვადასხვა რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მაღალი თანამდებობის და კერძო პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნული შემთხვევები განსხვავებული ხასიათის გახლდათ. ერთ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ მინისტრმა განცხადება გააკეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშრებით.
“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” განცხადება
2013 წლის 12 მარტს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.
საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ „საქართველოს შრომის კოდექსის“ გამოქვეყნებულ პროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა
როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი „საქართველოს შრომის კოდექსის“ პროექტის მოსამზადებლად, რომელიც ინიცირებული უნდა იქნას საქართველოს პარლამენტში. დღეისათვის ხსენებული დოკუმენტი[1]გამოქვეყნებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებ გვერდზე. სწორედ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ მომზადდა სამართლებრივი დასკვნა.
შენიშვნები და მოსაზრებები საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ გამოქვეყნებულ პროექტთან დაკავშირებით
როგორც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი „საქართველოს შრომის კოდექსის“ პროექტის მოსამზადებლად, რომელიც ინიცირებული უნდა იქნას საქართველოს პარლამენტში.
სხვა სიახლეები
არქივი20 აპრილი, 2021
„კარტოგრაფების საქმე“ სტრასბურგში გაიგზავნა
19 აპრილი, 2021
რას მოიცავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი წინადადება კანონის უზენაესობასა და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით
15 აპრილი, 2021
GDI-ს განცხადება 14 აპრილს მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით
12 აპრილი, 2021