სიახლეები

16
ნოემბერი2013

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობას” ინიციატივაზე

ადამიანის სათანადო საცხოვრისის უფლებით უზრუნველყოფის სახელმწიფო ვალდებულება საქართველოში ხშირად ირღვევა. სიღარიბის უკიდურესი ფორმის – უსახლკარობის მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკა დღემდე არ არსებობს. ასეთი ადამიანები სახელმწიფოსგან სოციალურად დაუცველობის სტატუსსაც კი ვერ იღებენ რადგან კანონი მათგან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებას ითხოვს.

07
ნოემბერი2013

საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება

ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს  პირის მიერ რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვისათვის.

02
ნოემბერი2013

საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ არ მიიღოს კანონი, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის

ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს  მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ. 

31
ოქტომბერი2013

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ და „საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის” საგანგებო მიმართვა ხელისუფლებას

2013 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულ იქნა საქართველოს კანონპროექტი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ კანონპროექტი არ შესაბამება ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დებულებებს.

07
ოქტომბერი2013

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების შესახებ

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა კიდევ ერთხელ ეხმიანება საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე მოვლენებს, რომელიც შემაშფოთებელია და მიგვაჩნია რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ მიიპყრო საზოგადოების სათანადო ყურადღება.

04
ოქტომბერი2013

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბაჩანა ახალაიას მიმართ განხორციელებულ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით

2013 წლის 2 ოქტომბერს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას შეხვედრების ეპიზოდები მასთან ვიზიტად მყოფ პირებთან, მათ შორის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლაზე უფლებამოსილ პირებთან (ე.წ. საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო) და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პარლამენტის წევრთან.

19
სექტემბერი2013

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ერთი წლის წინ, 2012 წლის 18 სექტემბერს, მედიაში გავრცელდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის კადრები, რამაც ნათლად წარმოაჩინა ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმე და მასშტაბები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

05
სექტემბერი2013

საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს პოლიტიკური დებატების და არა პოლიტიკური თამაშების პლატფორმად

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სამწუხაროდ კვლავ  პოლიტიკური მოვლენებისა და ბრალდებების  ეპიცენტრში მოექცა. წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებლად მიგვაჩნია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკური დებატებისთვის ფორუმი უზრუნველყოს, სადაც კანდიდატებს საკუთარი პროგრამების წარდგენისა და ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მიეცემათ, რაც ხელს შეუწყობს კენჭისყრის დღეს ტელემაყურებელთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.