სიახლეები

24
იანვარი2014

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia) და მედიის განვითარების (MDF) ფონდი უკიდეურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ “ტელეარხი 25”- ის დამფუძნებლისა და დირექტორის გიორგი სურმანიძის და ტელერახის მფლობელ ჯემალ ვერძაძის მიერ მოწოდებული ონფორმაციის გამო, სადაც ისინი მიუთითებენ მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე.

17
იანვარი2014

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება

ხელმომწერი არასამთავორობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ ივანე მერაბიშვილის მიერ 16 დეკემბერს გახმაურებულ ბრალდებებზე ხელისუფლების მხრიდან  არასათანადო რეაგირების გამო.

17
იანვარი2014

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდონ ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხს

2013 წლის 30 დეკემბერს თანამდებობა დატოვა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ. მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის ნასამართლობასა და იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით გაჩენილმა შეკითხვებმა ნათლად წარმოაჩინა, კანდიდატურის შერჩევის მნიშვნელობა და ამ პროცესში პროკურორის შერჩევა-დანიშვნაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების – იუსტიციის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა.

28
დეკემბერი2013

MDF-ისა და GDI-ის ერთობლივი განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

მედიის განვითარების ფონდი, MDF და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI შეშფოთებას გამოთქვამენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო. ის ფაქტი, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ კანონმდებლობით განსაზღვრული სამეურვეო საბჭოს 3 კანდიდატის ნაცვლად, მხოლოდ 1 წევრის ნომინორება მოახდინა, ხოლო საპარლამენტო სესიაზე მეურვეთა კანდიდატების ნახევარს მხარი არ დაუჭირა, ბადებს ლეგიტიმურ შეკითხვებს, თუ რამდენად ჰქონდა გაცნობიერებული საპარლამენტო უმრავლესობას მის მიერ შემოთავაზებული ახალი  მოდელის პრაქტიკული მხარე, როცა შესაბამისს საკანონმდებლო ცვლილებებს ამტკიცებდა.

27
დეკემბერი2013

დისკუსია ბათუმში ტოლერანტობის თემაზე

2013 წლის 26 დეკემბერს, ბათუმის „პრეს კაფეში“ გაიმართა დისკუსია ტოლენატობის საკითხებზე. დისკუსიას უძღვებოდნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი გიორგი მშვენიერაძე და თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.

22
დეკემბერი2013

არასამთავრობო ორგანიზაციები: გიგი უგულავას განცხადება რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს

როგორც ცნობილია, 2013 წლის 21 დეკემბერს, თბილისის მერმა გიგი უგულავამ მისი სასამართლო პროცესის დაწყებამდე  გააკეთა განცხადება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ ხორციელდება ზეწოლა გარკვეული პირების, მათ შორის, შსს გენერალური ინსპექციის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების მხრიდან. მან დაასახელა კონკრეტული პირები, რომლებიც მისივე განცხადებით, მონაწილეობენ მოსამართლის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება დროულ და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს შესაბისი სუბიექტების მხრიდან.

18
დეკემბერი2013

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადება ვანო მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს 17 დეკემბერს ივანე მერაბიშვილის მიერ სასამართლო დარბაზში გაკეთებულ განცხადებაში მოყვანილ ინფორმაციაზე ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური რეაგირების გამო და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე. ამავდროულად უზრუნველყოფილი იყოს გამოძიების ობიექტურად, შემჭიდროვებულ ვადებში წარმართვა და მაქსიმალური გამჭვირვალობა, რათა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პასუხი გაეცეს არსებულ კითხვებს.

11
დეკემბერი2013

დისკუსია ქუთაისში ტოლერანტობის თემაზე

2013 წლის 11 დეკემბერს, ქუთაისის ჩაის სახლში გაიმართა დისკუსია ტოლენატობის საკითხებზე. დისკუსიას უძღვებოდნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი გიორგი მშვენიერაძე და თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.