სიახლეები

11
ნოემბერი2014

სამართლებრივი სახელმწიფო და შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ტრენინგები დასავლეთ საქართველოში

2014 წლის 4-7 ნოემბერს საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ დასავლეთ საქართველოს ოთხ ქალაქში ჩაატარა ტრენინგები თემაზე „სამართლებრივი სახელმწიფო და შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება". ტრენინგების მიზანი იყო ახალგაზრდებში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

03
ნოემბერი2014

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ბიულეტენი, სექტემბერი 2014 წელი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარმოგიდგენთ 2014 წლის სექტემბრის თვის ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ბიულეტენს.

30
ოქტომბერი2014

2014 წლის პირველი ნახევრის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ ანგარიში

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარმოგიდგენთ 2014 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით. წინამდებარე ანგარიში მოიცავს საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებს.

29
ოქტომბერი2014

სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში

გვსურს, გამოვეხმაუროთ 25 ოქტომბერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის მიერ გაზეთ “კვირის პალიტრისათვის” მიცემულ ინტერვიუს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის მიმართ აშკარა სიძულვილის ენას და ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოწოდებას შეიცავს.

28
ოქტომბერი2014

ვენეციის კომისიის დასკვნები საქართველოს კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვილებებთან დაკავშირებით

2014 წლის 10-11 ოქტომბერს, რომში გამართულ მე-100 პლენარულ სესიაზე, კანონის მეშვეობით დემოკრატიისათვის ევროპულმა კომისიამ (შემდეგში „ვენეციის კომისია“), ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის ადამიანის უფლებათა დირექტორატთან (შემდეგში „დირექტორატი“) ერთად, საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების მიმართვის საფუძველზე, მიიღო ერთობლივი დასკვნები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე, საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

27
ოქტომბერი2014

ქალთა მიმართ ძალადობაზე ერთობლივი რეაგირების შესახებ – “არა ფობიას!” წევრების განცხადება

სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ვთვლით, რომ ბოლო დროს ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობისა და ფემიციდის ფაქტების შემაშფოთებელი ტენდენცია როგორც ხელისუფლების, ასევე სხვა ინსტიტუტების და მთელი საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია.

23
ოქტომბერი2014

განცხადება მოხეში მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის თაობაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას, ბოლო პერიოდში, აჭარელ მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებისა და სახელმწიფოს არაეფექტური და რეპრესიული პოლიტიკის მიმართ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა, რომელმაც უკვე სისტემური ხასიათი მიიღო.

22
ოქტომბერი2014

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები და რეკომენდაციები გაუგზავნა

2014 წლის 30 ივნისს საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი. აღნიშნული დოკუმენტი ზოგადად მიმართულია სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციისაკენ და ემსახურება საქართველოს მთავრობის 2014-2015 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას.