სიახლეები

26
იანვარი2015

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება შუღლის გაღვივების თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციების აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში შსს) მიერ მომზადებული, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის, 2391-ე მუხლი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვისა და კრიტიკული აზრის ჩახშობის საფრთხეს. აღნიშნული ნორმით, დასჯადად ცხადდება მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ე.ი. „ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით“.

25
იანვარი2015

გამოხატვის თავისუფლება და „შარლ ებდო“

2015 წლის  25 იანვარს, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენლებმა ახალციხეში, ადგილობრივ მუსლიმებთან გამართეს დისკუსია  თემაზე "გამოხატვის თავისუფლება და შარლ ებდო".

25
იანვარი2015

გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები საქართველოსა და მსოფლიოში - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ტრენინგი ახალციხეში

2015 წლის 24 იანვარს საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ ახალციხეში, დემოკრატ მესხთა კავშირის ახალგაზრდულ კლუბში გამართა ტრენინგი თემაზე გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები - ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკა. ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებში გამოხატვის თავისუფლების  სტანდარტების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

21
იანვარი2015

თანასწორობა და თავისუფლება - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ტრენინგი დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში

2015  წლის 20 იანვარს საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ დმანისში მოსწავლეებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „თანასწორობა და თავისუფლება". ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებში თავისუფლებისა და თანასწორობის არსზე და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

16
იანვარი2015

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ბიულეტენი, ნოემბერი 2014 წელი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარმოგიდგენთ 2014 წლის ნოემბრის თვის ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ბიულეტენს.

10
იანვარი2015

სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

მოგახსენებთ, რომ ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობას“ წევრებისა და მისი ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის ფიზიკური განადგურების მუქარის შემცველი გზავნილები, რაც ვაჭარაძის მიერ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს კომენტირებას მოყვა. 

09
იანვარი2015

სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას!” განცხადება ორგანიზაცია “იდენტობა”-ს მიმართ განხორციელებულ მუქარაზე

სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას!” შეშფოთებას გამოხატავს არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” და მისი წარმომადგენლის, ირაკლი ვაჭარაძის მიმართ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფიზიკური განადგურების მუქარის შემცველი გზავნილების თაობაზე, რომელიც ი. ვაჭარაძის მიერ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს კომენტირებას მოყვა და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, კანონის სრული სიმკაცრით, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ამ განცხადებების ავტორების მიმართ და დაიცვას ორგანიზაცია “იდენტობას” წევრების უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ი.ვაჭარაძის ან “იდენტობას” თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ დანაშაულზე პასუხისმგებლობა  დაეკისრება სახელმწიფოს.

15
დეკემბერი2014

MDF, TDI და GDI შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ზეწოლის შესახებ "სამხრეთის კარიბჭის" ჟურნალისტების განცხადებების გამოძიებას ითხოვენ

მედიის განვითარების ფონდი - MDF, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი -TDI და  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა -GDI შეშფოთებას გამოვთქვამთ გამოცემა "სამხრეთის კარიბჭის" ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რაც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის შესახებ გამოქვეყნებულ მამხილებელ მასალას უკავშირდება.