სიახლეები

23
ოქტომბერი2015

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება უკანასკნელ ხანებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ უკანასკნელ ხანებში მიმდინარე მოვლენების გამო, რომლებიც მიმართულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და სტაბილურობის წინააღმდეგ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მოვლენებს დადებითად აფასებენ და აქეზებენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ასევე, ის, რომ მათში აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები.

20
ოქტომბერი2015

ოპოზიციური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისებზე და წევრებზე 19 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმების შესახებ

ხელის მომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ 2015 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს ხუთ რეგიონში ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე განხორციელებულ მიზანმიმართულ თავდასხმებს. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ქმედებები პროვოცირებულია 2015 წლის 17-18 ოქტომბერს საჯაროდ ნაჩვენები ე.წ. წამების კადრებით. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმნის დესტაბილიზაციისა და პროცესების სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასვლის რეალურ საფრთხეს. ამგვარი მიდგომა და ქმედებები სერიოზულ საფთზეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და წარმოადგენს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან უკან გადადგმულ ნაბიჯს.

17
ოქტომბერი2015

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო

არასამთავრობო ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სახელით, რათა გამოვხატოთ განსაკუთრებული შეშფოთება უკანასკნელ პერიოდში მედიის თავისუფლების კუთხით განვითარებული საგანგაშო მოვლენებისა და დამოუკიდებელ კომერციულ სატელევიზიო არხ რუსთავი 2-ზე ხელისუფლების მხრიდან განუწყვეტელი შეტევებისა და ზეწოლის გამო.

13
ოქტომბერი2015

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ბიულეტენი, აგვისტო, 2015 წელი

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” წარმოგიდგენთ აგვისტოს საინფორმაციო ბიულეტენს, სადაც მიმოხილულია აღნიშნულ პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში მიმდინარე მოვლენები.

06
ოქტომბერი2015

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერთა დაკავების და მათთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე

ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტის შენობასთან ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მხარდამჭერი აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტს, რისი მიზეზიც ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატისათვის, დავით ლორთქიფანიძისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფა გახდა. დაკავებულ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით (ხულიგნობა) წარედგინათ, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის ადგილსამყოფელი სამი საათის განმავლობაში უცნობი იყო და იგი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რუსთავი 2-მა აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

02
ოქტომბერი2015

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გარშემო უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შეფასება

უკიდურესად შემაშფოთებელია უკანასკნელი თვეების მანძილზე „რუსთავი 2-ის“ - ყველაზე რეიტინგული და ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის გარშემო განვითარებული მოვლენები, რომლის შედეგად ტელეკომპანია საქმიანობის შეჩერების რეალური საფრთხის წინაშე დგას. ამგვარი მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს, მის ყველა შტოს, ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს სახელმწიფოში პლურალისტური მედიის არსებობა, რაც სამართლიანი არჩევნების აუცილებელი წინაპირობაა.

22
სექტემბერი2015

პლატფორმაში "არა ფობიას!" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება რასობრივი შეუწყნარებლობის ფაქტებთან დაკავშირებით

21 სექტემბერს ფეისბუქ გვერდზე, სახელწოდებით Georgian Ultras, გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ასახულია ორგანიზებული ჯგუფის მიერ თბილისის ქუჩებში მშვიდობიან ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ორი ეპიზოდი

21
სექტემბერი2015

განცხადება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მკაცრად უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ბოლო პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე სახელმწიფო ორგანოთა არასათანადო რეაგირებას, რაც შესაძლებელია აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა.