სიახლეები

19
თებერვალი2014

დისკუსიები იმერეთში: ტოლერანტობა და დისკრიმინაციის აკრძალვა

2014 წლის 17 თებერვალს, სამტრედიის #1 საჯარო სკოლაში და 18 თებერვალს, ზესტაფონის #2 საჯარო სკოლაში გაიმართა დისკუსიები დისკრიმინაციის აკრძალვისა და ტოლენატობის საკითხებზე. დისკუსიებს უძღვებოდნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტი გიორგი მშვენიერაძე და ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.

15
თებერვალი2014

დისკუსია ოზურგეთში: „დისკრიმინაციის აკრძალვა და ტოლერანტობა“

2014 წლის 15 თებერვალს, ოზურგეთში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში გაიმართა დისკუსია დისკრიმინაციის აკრძალვისა და ტოლენატობის საკითხებზე. დისკუსიას უძღვებოდნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტი გიორგი მშვენიერაძე და ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.

14
თებერვალი2014

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრების დაკავების შესახებ

როგორც ცნობილია, ა.წ. 10 თებერვალს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე, ასევე, დუშეთის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი.

10
თებერვალი2014

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება გია გორგაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოვხატავთ 2014 წლის 7 თებერვალს მოქალაქე გია გორგაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო.

03
თებერვალი2014

ტრენინგი დისკრიმინაციის აკრძალვასა და პირადი ცხოვრების უფლების შესახებ

2014 წლის 1-2 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“  თელავში სტუდენტებისთვის გამართა ტრენინგი დისკრიმინაციის აკრძალვის და პირადი ცხოვრების  უფლების შესახებ. ტრენინგზე განხილულ იქნა პირადი ცხოვრების უფლების დაცვის მექანიზმები, საერთაშორისო სტანდარტები და შიდა კანონმდებლობა, დისკრიმინაციის ნიშნები და ასევე დისკრიმინაციისგან დამცავი ნორმები.  ტრენინგს უძღვებოდნენ  ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტები გიორგი მშვენიერაძე და ბესარიონ ბოხაშვილი.

02
თებერვალი2014

დისკუსია თელავში ტოლერანტობის თემაზე

2014  წლის 2 თებერვალს, თელავის “მედია კაფეში“  გაიმართა დისკუსია ტოლენატობის საკითხებზე. დისკუსიას უძღვებოდნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი გიორგი მშვენიერაძე, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და სამოქალაქო განათლების სპეციალისტი ნინო ერემაშვილი.

01
თებერვალი2014

დისკუსია გურჯაანში

2014 წლის 1 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივა“ დისკუსია გამართა ჟურნალისტებისთვის გურჯაანში, კახეთის საინფორმაციო ცენტრის პრესკლუბში. დისკუსიის თემა იყო დისკრიმინაციის აკრძალვა და ტოლერანტობა.

24
იანვარი2014

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia) და მედიის განვითარების (MDF) ფონდი უკიდეურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ “ტელეარხი 25”- ის დამფუძნებლისა და დირექტორის გიორგი სურმანიძის და ტელერახის მფლობელ ჯემალ ვერძაძის მიერ მოწოდებული ონფორმაციის გამო, სადაც ისინი მიუთითებენ მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე.