სიახლეები
სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან
8 ნოემბერს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორს, გვანცა წულუკიძეს შეხვდა. სახელმწიფო მდივანთან საუბარი შეეხებოდა სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლს.
კოალიცია თანასწორობისთვის სიძულვილის მოტივის გამოკვეთას მოითხოვს
კოალიცია ეხმიანება 2020 წლის 14 ნოემბერს თემქაზე მომხდარ მ.მ.-ს მკვლელობის ფაქტს და სამართალდამცავ უწყებებს სავარაუდო ჰომოფობიური სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების, ხოლო მედიას დისკრიმინაციის წახალისებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
GDI, ISFED, HRC და TI-ის განცხადება კომენდანტის საათის შემოღებასთან დაკავშირებით
GDI, ISFED, HRC და TI ვეხმაურებით საქართველოს მთავრობის მიერ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მიღებულ ზომებს და მიგვაჩნია, რომ კომენდანტის საათის დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნია. მეტიც, ეს ნაბიჯი აღიქმება, როგორც მიმდინარე საპროტესტო ტალღის ჩახშობის მცდელობა, საკუთრივ ამგვარი აკრძალვა კი არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის ეფექტურ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.
ცესკოს შენობასთან პოლიციის მიერ ძალის გამოყენება იყო უკანონო და არაკონსტიტუციური
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა შეშფოთებას გამოთქვამს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან 2020 წლის 8 ნოემბრის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება იყო სრულიად უკანონო და საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა.
არასამთავრობო ორგანიზაციები 2020-ის წლის საპარლამენტო არჩევნებს აფასებენ
2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები განახლებული საარჩევნო სისტემით ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული მოდელით აერჩიათ კანონშემოქმედებითი ორგანო, რაც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს.
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნას ეხმაურება
2020 წლის 30 ოქტომბერს მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე კონფერენციის ჩატარდება. დღის წესრიგის მიხედვით, კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 მოსამართლე წევრი, მათ შორის საბჭოს მდივანი უნდა აირჩიოს
ადვოკატების განცხადება კარტოგრაფების საქმეზე
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს გენერალური პროკურატურა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაცვის მხარეს უზღუდავენ საქმის მასალებზე სათანადო წვდომას, რითაც უხეშად არღვევენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას.
დემოკრატია და ადამიანის უფლებები პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში
2020 წლის 23 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ (GDI) და ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) გამართა კვლევის, „დემოკრატია და ადამიანის უფლებები პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში“ პრეზენტაცია. GDI-სა და ISFED-ის მიერ მოწვეული მკვლევართა ჯგუფი ოთხი თვის განმავლობაში იკვლევდა, როგორც სამართლებრივ ბაზას და საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებს.
სხვა სიახლეები
არქივი07 მარტი, 2021
არასამთვრობო ორგანიზაციების განცხადება ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით
05 მარტი, 2021
სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე
04 მარტი, 2021
კოალიცია სააპელაციო სასამართლოს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წინააღმდეგ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას ეხმაურება
03 მარტი, 2021