სიახლეები

22
ივლისი2021

სტრასბურგის სასამართლო: სახელმწიფომ “აიისას” დამფუძნებლის, ანი გაჩეჩილაძის, უფლებები დაარღვია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - გაჩეჩილაძე საქართველოს წინააღმდეგ კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა.

19
ივლისი2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა

ბატონო პრეზიდენტო მიშელ,

დიდი მადლობა თქვენ და ევროკავშირის ელჩს იმ ძალისხმევისა და უწყვეტი ჩართულობის გამო, რასაც თქვენ საქართველოში კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდასაჭერად ახორციელებთ.

19
ივლისი2021

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადება

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” პარტნიორი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ პრემიერ მინისტრის მიერ  „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“  დისკრედიტაციის გამო და ასევე ნიკა გვარამიას მიმართ გავრცელებულ მუქარასთან დაკავშირებით.


11
ივლისი2021

5 ივლისის ძალადობის უმძიმესი შედეგების გამო საქართველოს პრემიერ მინისტრმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს

ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, გამოვხატავთ მწუხარებას და გულისტკივილს ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.

09
ივლისი2021

განცხადება ჟურნალისტებზე მასშტაბური ძალადობის შესახებ

საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ხოლო ბოლო წლებში განხორციელებული თავდასხმები უმეტესად გამოუძიებელია.
2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური ძალადობა მოხდა. “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

09
ივლისი2021

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ მეოთხე ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულები

ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე სალომე გაფრინდაშვილი, მეორე ადგილზე გავიდა გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის 182-ე საშუალო სკოლის IX კლასის მოსწავლე მარიამ შარმაზანაშვილი,  მესამე ადგილზე კი  დმანისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე სალომე აბულაძე.

05
ივლისი2021

ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები უკიდურესად შემაშფოთებელია

GDI უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული მასობრივი თავდასხმის ფაქტებისა და ხელისუფლების მიერ გამოვლენილი უმოქმედობის გამო.

05
ივლისი2021

მიმდინარე ძალადობრივი პროცესები მთლიანად საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობააა

GDI და GMC ეხმაურებიან ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ქმედებებს, რომლებიც მიმართულია „ღირსების მარშის“ ჩასაშლელად. ჩვენ ვგმობთ ხსენებული ჯგუფების მხრიდან ძალადობას და აღშფოთებულები ვართ სახელმწიფოს უმოქმედობის გამო.