გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები საქართველოსა და მსოფლიოში - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ტრენინგი ახალციხეში

2015 წლის 24 იანვარს საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ ახალციხეში, დემოკრატ მესხთა კავშირის ახალგაზრდულ კლუბში გამართა ტრენინგი თემაზე გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები - ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკა. ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებში გამოხატვის თავისუფლების  სტანდარტების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

ტრენინგები გაიმართა პროექტის – „ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.

 

ტრენინგს  უძღვებოდნენ  ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტები ბესარიონ ბოხაშვილი და გიორგი მშვენიერაძე.

 

ტრენინგებზე ყურადღება გამახვილდა  გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებსა და რეგულაციებზე. გამოხატვის თავისუფლების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებასა და ბოლო დროს საფრანგეთში „Charlie Hebdos” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

 

ტრენინგის დასკვნით ნაწილში გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც განხილულ იქნა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონკრეტული მაგალითები და მათი შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან.

 

ტრენინგში მონაწილეობდნენ ახალციხის #1,  #2 და # 5 საჯარო სკოლების, ვალეს #1, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის, სოფელ წნისის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენის საჯარო სკოლების მოსწავლეები,  ახალციხის მუსიკალური საზოგადოებრივი სასწავლებლის და ახალციხის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.