კვლევის „სიძულვილის ენის გამოყენება თანამდებობის პირების/საჯარო მოხელეების მიერ და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები“ პრეზენტაცია

2016 წლის 18 ივლისს, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI)  გამართა კვლევის „სიძულვილის ენის გამოყენება თანამდებობის პირების/საჯარო მოხელეების მიერ და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები“ პრეზენტაცია.

 

კვლევა მოიცავს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში 2014-2016 წლებში სიძულვილის ენის გამოყენების პრაქტიკის მიმოხილვას, საქართველოს საჯარო უწყებებში სიძულვილის ენის გამოყენების შემზღუდავი შიდასამართლებრივი აქტების ანალიზს, ასევე, სხვა სახელმწიფოებში მოქმედი სამართლებრივი აქტების და/ან დამკვიდრებული პრაქტიკის მაგალითზე, საძულვილის ენის აღმფხვრისკენ მიმართული თვითრეგულირების მექანიზმების შეთავაზებას საქართველოს პოლიტიკური სივრცის წარმომადგენლებისათვის.

 

კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა საქართველოსა და სხვა ქვეყნების საჯარო სამსახურებსა და პოლიტიკურ პარტიებში ანტიდისკრიმინაციული თვითრეგულირების მექანიზმები.მიზანი იყო იმის დადგენა, არსებობს თუ არა შიდა მოხმარების დოკუმენტების საქართველოს საჯარო უწყებებისთვის სიძულვილის ენის, ქსენოფობიის და სხვადასხვა ნიშნით დიკსრიმინაციული რიტორიკის გამოვლინების რეგულირებისათვის.

 

კვლევის ფარგლებში გაანალიზებულია საქართველოს საქართველოს საჯარო უწყებების თანამშრომლებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი სამართლებრივი დოკუმენტები; საპარლამენტო სუბიექტების/ფრაქციების წესდებები; საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშები; სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები ქართულ პოლიტიკასა და მედიაში ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების თაობაზე; დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობით გათვალისწინებული, სიძულვილის ენის თვითმარეგულირებელი თუ სხვა ნორმები.

 

კვლევა განხორციელდა პროექტის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის (PITA) ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

 

კვლევის სრული ვერსია