ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ MDF-ის, GDI-სა და TDI-ის საჩივარი გურია ნიუსის წინააღმდეგ დააკმაყოფილა

2015 წლის 5 სექტემბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში გაიმართა მედიის განვითარების ფონდის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადების განხილვა gurianews.com - ზე 2015 წლის 8 აგვისტოს გიორგი გაჩეჩილაძის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით.

 


ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მასალის „თურქული კულტურის ექსპანსია გრძელდება“ გამოქვეყნებით დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი, რომელის თანახმად ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.