სიახლეები

10
ივლისი2018

GDI მთავარი პროკურორის უფლებამოსილების შეზღუდვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

GDI-მ საქართველოს მთავარი პროკურორის უფლებამოსილების - სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად დაუქვემდებაროს იმ საგამოძიებო ორგანოს, რომლის თანამშრომლის მიერაც სავარაუდოდ ჩადენილია დანაშაული - შეზღუდვის მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

გამოძიების ქვემდებარეობის წესის თანახმად, რომელიც იუსტიციის მინისტრის მიერაა დამტკიცებული, პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების ჩატარების უფლება პროკურატურის კომპეტენციაა, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მთავარ პროკურორს  ანიჭებს უფლებამოსილებას გამოძიების ქვემდებარეობის დადგენილი წესის მიუხედავად საქმე ერთი საგამოძიებო ორგანოდან მეორეს გადასცეს. შესაბამისად, სადავო ნორმის მიხედვით მთავარ პროკურორს აქვს შესაძლებლობა, პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება სავარაუდო დამნაშავის სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალოს, რაც შეიცავს  გამოძიების ინსტიტუციური, იერარქიული და პრაქტიკული მიკერძოების (არაეფექტიანი გამოძიების) საფრთხეს.

GDI გიორგი ცერცვაძის ინტერესებს იცავს პროექტის „პოლიციის მიერ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება კვლევისა და სტრატეგიული სამართალწარმეობის გზით“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „ღია საზოგადოების" ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.


სხვა სიახლეები

არქივი

21 სექტემბერი, 2018

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას ხელოვნურად არ შეაფერხონ უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის არჩევის პროცესი

21 სექტემბერი, 2018

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას ხელოვნურად არ შეაფერხონ უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის არჩევის პროცესი

19 სექტემბერი, 2018

სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" წევრი ორგანიზაციების განცხადება

18 სექტემბერი, 2018

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით