ადამიანის უფლებები საქართველოში 2018

წარმოგიდგენთ GDI-ს მიერ მომზადებულ მიმოხილვას, რომელიც ასახავს  ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას საქართველოში 2018 წლისათვის და გამოყოფს იმ ძირითად პრობლემებსა და ხარვეზებს, რომელიც ამ მიმართულებით გამოიკვეთა საანგარიშო პერიოდში ან წარმოიშვა მანამდე, თუმცა გაგრძელდა 2018 წელსაც.

დოკუმენტში მიმოხილულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან (გამოხატვის თავისუფლება; შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლება, საარჩევნო უფლება), თანასწორობასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხები. აქცენტი გაკეთებულია, როგორც უფლებათა დარღვევის ფაქტებზე და ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოს რეაგირებაზე, ასევე ხარვეზიან კანონმდებლობაზე.

 

ადამიანის უფლებები საქართველოში 2018