ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ბიულეტენი, ნოემბერი 2015 წელი

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" წარმოგიდგენთ ნოემბრის ბიულეტენს, რომელშიც თავმოყრილია ამ თვის მნიშვნელოვანი მოვლენები ადამიანის უფლებათა კუთხით. აღნიშნულ პერიოდში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა რუსთავი 2-ის საქმე. ბიულეტენში ასევე გამახვილებულია ყურადღება ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოზე განხორციელებულ ზეწოლაზე. ბიულეტენი შეეხება წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშსა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის განხილვასაც. ბიულეტენში მიმოხილულია სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც, როგორებიცაა შუალედური არჩევნები საქართველოს რამდენიმე რეგიონში, პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შემთხვევები და ა.შ. ბიულეტენში ასახულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს კონსტიტუციური სასამართლოს გადაწყვეტილებების მოკლე მიმოხილვაც. 

 

2015 წლის ნოემბრის თვის საინფორმაციო ბიულეტენი