ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ბიულეტენი, დეკემბერი, 2015 წელი

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" წარმოგიდგენთ დეკემბრის ბიულეტენს, რომელშიც მიმოხილულია ადამიანის უფლებათა სფეროს მნიშვნელოვანი საკითხები - წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) საქართველოში 2014 წლის დეკემბრის ვიზიტის ანგარიში, NDI-ს კვლევა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, ე.წ. კორტების საქმეში განვითარებული მოვლენები, შეწყალების კომისიაზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები და სხვა. ბიულეტენში ასევე მიმოხილულია დეკემბერში განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები და საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შესახებ ბრძანების თაობაზე.

 

2015 წლის დეკემბრის თვის საინფორმაციო ბიულეტენი