პროექტები

07
ივლისი2017

საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) მონიტორინგი

                      

დონორი: East-West Management Institute (EWMI), PROLoG, USAID

პროექტის განხორციელების ვადები: 20.06.2017-19.06.2018

ბიუჯეტი: 44, 220 აშშ დოლარი

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) პირველი ხუთი თავის - სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პროკურატურა, ადამიანის უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების სისტემაში, წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა - მონიტორინგს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებას და ამ მიზნით, საქართველოს მართლმსაჯულებისა და პენიტენციური სისტემების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით, კონკრეტული რეკომენდაციები შესთავაზოს შესაბამის ორგანოებს.


სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება შეფასებული იქნება ინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენებით, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით. ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა შესაძლებლობა, გეგმის განხორციელების პროცესს ონლაინ რეჟიმში ადევნოს თვალი.

პროექტი ხორციელდება "დემოკრატიის და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტთან"  პარტნიორობით.

სხვა სიახლეები

არქივი

14 მარტი, 2019

„კოალიცია თანასწორობისთვის“ კრიტიკულად აფასებს არამართლმადიდებელი სასულიერო პირებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლების ჩამორთმევის ინიციატივას

14 მარტი, 2019

პლატფორმა „არა-ფობიას!“ წევრი ორგანიზაციების მოსაზრება პარლამენტში წარდგენილ დისკრიმინაციულ ინიციატივებთან დაკავშირებით

13 მარტი, 2019

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან მიმართებით ECRI-ის მწვავე კრიტიკას უერთდებიან

07 მარტი, 2019

კოალიციის განცხადება „TV პირველისა“ და „არტარეის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე