პროექტები

01
ივლისი2014

პროექტი „ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“

2014 წლის პირველი ივნისიდან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან (EMC) ერთად, ახორციელებს პროექტს „ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“. პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მხრიდან პროექტით გათვალისწინებულია ადამიანის უფლებების პოპულარიზაციის სხვადასხვა ღონისძიებები, საგანმანათლებლო ინიციატივები, ტრენინგები და ვიდეოგაკვეთილები. პროექტის ფარგლებში გამოიცემა ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენი, სადაც მიმოხილული იქნება ადამიანის უფლებების კუთხით გასული თვის მანძილზე განხორციელებული ცვლილებები, არსებული პრობლემები და გამოწვევები. ორჯერ წელიწადში მომზადდება ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ანგარიში, სადაც უფრო დეტალურად იქნება მიმოხილული უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობა ქვეყანაში.

ვადები: 01.06.2014 - 30. 06.2016

ბიუჯეტი: 298 438 ევრო

სხვა სიახლეები

არქივი

07 ივლისი, 2020

მედიაკოალიცია: შემოთავაზებული ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს მოიცავს

03 ივლისი, 2020

საბოტაჟის მუხლით სუს-ში მიმდინარე გამოძიება კრიტიკული მედიის თვისუფლებაში უხეში ჩარევისა და აზრის შინაარსის კონტროლის ნიშნებს შეიცავს

02 ივლისი, 2020

GDI, ISFED და HRC მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს დროულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია პანდემიასთან დაკავშირებით რა სამართლებრივი რეალობა იარსებებს 15 ივლისის შემდგომ

29 ივნისი, 2020

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ მესამე ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულები