პროექტები

25
აპრილი2017

პროექტი "სამართალწარმოება თანასწორობისთვის"

                 

დონორი: East-West Management Institute (EWMI), PROLoG, USAID

პროექტის განხორციელების ვადები: 04.15.2017-10.14.2018

ბიუჯეტი: 99,729 აშშდოლარი

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსის გაუმჯობესებას, კერძოდ, ამ თემებში შემავალი ქალებისა და გოგონებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროექტი ხორციელდება ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკურ ცენტრთან პარტნიორობით. პროექტის გეოგრაფია მოიცავს ნინოწმინდის, ახალციხის, ახალქალაქის, ხულოს, შუახევისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებს.