პროექტები

14
ივლისი2013

პროექტი "ჟურნალისტთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება"

დონორი: ფონდი " ღია საზოგადოება - საქართველო"

ვადები: 09.07. 2013 - 1.02. 2014

ბიუჯეტი: 28 143 აშშ დოლარი

პროექტის მიზანია ჟურნალისტების მიერ მომზადებული პროდუქციის ხარისხის გაზრდა, რაც განაპირობებს მაყურებლებისათვის და მკითხველებისათვის ბევრად ზუსტი, კვალიფიციური და სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდებას.

პროექტის სპეციფიკური მიზანია სამართლის, ადამიანის უფლებებისა და სხვა შესაბამისი მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ამაღლება.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება პრაქტიკოს ჟურნალისტთა გადამზადება მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ჟურნალისტებისათვის სამართლებრივი ცნობარის შექმნა.პროექტი ხორციელდება “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან” პარტნიორობით.