პროექტები

08
ივლისი2021

მედიის თავისუფლების დაცვა კანონმდებლობაში, ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლო პრაქტიკაში რეგულაციების გაუმჯობესების გზით

 

დონორი: ევროპული დემოკრატიის ფონდი (EED)

პროექტის განხორციელების ვადები: 01/06/2021- 31/05/2022

ბიუჯეტი: 54 610 EUR

პროექტი მიმართულია მედიის წინააღმდეგ საქართველოში არსებული მტრული დამოკიდებულების შეცვლისა და მედია გარემოს გაუმჯობესებისაკენ რისი მიღწევაც შესაძლებელი გახდება მედია ორგანიზაციებისათვის იურიდიული დახმარებისა და მათი გაძლიერების, აგრეთვე საზოგადოებაში მედიის თავისუფლების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების გზით. GDI აგრეთვე შეისწავლის კომუნიკაციების კომისიის იმ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია მედიისა და გამოხატვის თავისუფლებასთან და შეაფასებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, აგრეთვე კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კომისიის იმ მანდატს/საქმიანობას, რომელიც დაკავშრებულია არასრულწლოვანებისათვის მავნე ზეგავლენის შემცველი პროგრამების ზედამხედველობასთან და ზოგადად პროგრამების შინაარსობრივ შეფასებასთან.