პროექტები

08
ივლისი2021

იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის


დონორი: ღია საზოგადოების ფონდი

პროექტის განხორციელების ვადები: 08/07/2021- 08/05/2022

ბიუჯეტი: $ 122 036 (GDI-$31,140)

ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალიური სამართლიანობის ცენტრი, უფლებები საქართველო და ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებენ ერთობლივ პროექტს  ”იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის“;

პროექტის მოკლევადიანი მიზანია სამოქალაქო აქტივისტების დაცვა უკანონო დევნისგან, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სამოქალაქო აქტივიზმისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის უფრო ხელსაყრელ გარემოს;

განხილული მიზნების მისაღწევად, პარტნიორმა ორგანიზაციებმა შექმნეს იურიდიული დახმარების ერთიანი ქსელი. თითოეული ორგანიზაციიდან პროექტში ჩართული არიან ადვოკატები, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებთან და სასამართლოებთან ურთიერთობისას აქტივისტებს უწევენ სამართლებრივ კონსულტაციას, ასევე წარმოადგენენ მათ ინტერესებს საერთო სასამართლოებში;

იურიდიული დახმარება ხორციელდება შემდეგ ქალაქებსა და რეგიონებში:

  • უფლებები საქართველო, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა-  თბილისი.
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი- თბილისი, იმერეთი, სამეგრელო.
  • საია- თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, ოზურგეთი, გორი, რუსთავი.

კონსულტაციისათვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: 511 139 909