პროექტები
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და გენდერული თანასწორობის წახალისება სამოქალაქო განათლების გზით
დონორი: სექსუალური განათლების შვედური ასოციაცია (RFSU)/ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA)
პროექტის განხორციელების ვადები: 20/04/2021-31/12/2022
ბიუჯეტი: 70 000 EUR (წლიური)
პროექტი მიზნად ისახავს ანტი-დისკრიმინაციისა და გენდერის საკითხების სწავლების გააქტიურებას სკოლებში. აღნიშნული მიიღწევა ონლაინ პლატფორმის, civiceducation.ge-ს კიდევ უფრო მეტად განვითარების და სამოქალაქო განათლების მასწავლებლების გადამზადების გზით.