თანასწორობა და თავისუფლება - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ტრენინგი დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში

2015  წლის 20 იანვარს საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ დმანისში მოსწავლეებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „თანასწორობა და თავისუფლება". ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებში თავისუფლებისა და თანასწორობის არსზე და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

ტრენინგები გაიმართა პროექტის – „ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.

 

ტრენინგს  უძღვებოდა  ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტი გიორგი მშვენიერაძე.

 

დისკუსიის ძირითადი ნაწილი დაეთმო ქვეყანაში თანასწორობის  კუთხით არსებულ ვითარებას,  დისკრიმინაციის აკრძალვას და თანასწორობის პრინციპის დაცვის მნიშვნელობას. ასევე განხილული იყო საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, საზოგადოებისა და ინდვიდის ურთიერთობის პოზიტიური და ნეგატიური მაგალითები და სხვა.

 

ტრენინგი გაიმართა დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს დმანისის #1, #2, #3 საჯარო სკოლების და სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის 10-12 კლასების მოსწავლეებმა.