2014 წლის 1-2 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ თელავში სტუდენტებისთვის გამართა ტრენინგი დისკრიმინაციის აკრძალვის და პირადი ცხოვრების უფლების შესახებ. ტრენინგზე განხილულ იქნა პირადი ცხოვრების უფლების დაცვის მექანიზმები, საერთაშორისო სტანდარტები და შიდა კანონმდებლობა, დისკრიმინაციის ნიშნები და ასევე დისკრიმინაციისგან დამცავი ნორმები. ტრენინგს უძღვებოდნენ ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტები გიორგი მშვენიერაძე და ბესარიონ ბოხაშვილი.
ტრენინგი გაიმართა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და მასში მონაწილეობა 24 ახალგაზრდამ მიიღო.
ტრენინგები გაიმართა პროექტის – “ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის მიერ.